воскресенье, 5 января 2014 г.

ანგარიში გაკვეთილის ჩატარების შესახებ


გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 18/03/2012
სკოლა: სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლა
კლასი: მერვე (სულ: 11 მოსწავლე, მათ შორის 1 სსსმ მქონე მოსწავლე)
საგანი: ქართული ენა
მასწავლებელი: ელისო მაწკეპლაძე

ძირითადი თემა /საკითხი: ნაცვალსახელთა ჯგუფები, მართლწერის საკითხები

 რა იციან მოსწავლეებმა ნაცვალსახელის შესახებ, ახასიათებენ თუ არა ნაცვალსახელთა ჯგუფებს, რამდენად იყენებენ მეტყველებისა და წერის დროს ნაცვალსახელთა სწორ ფორმებს...
შშმ მოსწავლე რა ელემენტარულ ცოდნას ფლობს ამ საკითხთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა მას, გაარჩიოს და გამოიყენოს პირის ნაცვალსახელები.

მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები გაიხსენებენ ნაცვალსახელთა ჯგუფებს, მართლწერის წესებს
საკვანძო საკითხები/სტრატეგიები: გაკვეთილზე ერთმანეთის მონაცვლეობით გამოვიყენე გონებრივი იერიში, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა...
სსსმ მოსწავლისათვის მქონდა ისგ-ს შესაბამიდი დავალებები, რომელიც მოსწავლემ წარმატებით დაძლია.
სასწავლო რესურსები: სლაიდით მიწოდებული სქემები, ფოტო-მასალები (შშმ მოსწავლისათვის), კომპიუტერი, პროექტორი, ფურცლები, მარკერები, მაგნიტური დაფა, მაგნიტები

მიღწეული შედეგები: მოსწავლეებმა თვალსაჩინოდ წარმოადგინეს ნაცვალსახელთა ჯგუფები, შეავსეს სქემები, სწორად ჩასვეს წინადადებებში ნაცვალსახელები. სლაიდით მიწოდებული მასალა უცხო და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის, გაიზარდა მათი მოტივაცია, ისინი ხალისითა და მონდომებით ასრულებდნენ დავალებებს.
სამოქმედო გეგმა უმნიშვნელოდ შეიცვალა, მოსწავლეებს დამატებით მივეცი ნაცვალსახელები, რომელთა გამოყენებითაც უნდა შეედგინათ წინადადებები.

ამ გაკვეთილის ისევ ჩატარების შემთხვევაში უფრო სწორად გავთვლიდი დროს, შეფასების სისტემას გავაუმჯობესებდი. დავისწრებდი კოლეგებს გაკვეთილზე, მათ ვთხოვდი, შეეფასებინათ ჩემი გაკვეთილი.

გაკვეთილზე გამოყენებული რესურსი:

http://www.slideboom.com/presentations/848300/nacvalsaxeli-kiTxvebi